თბოსადგურებისთვის შესასყიდი გაზის ფასი 67 დოლარით გაიზარდა.
სემეკის ინფორმაციით, 1-ელ თებერვალს, შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გამწევი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2024 წლის იანვარ -ივნისისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი და ანგარიშსწორების პირობა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი 1000 კუბ.მეტრზე, დღგ-ს გარეშე, 210 დოლარით (ეკვივალენტი ლარში) განისაზღვრა. კონვერტაცია საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის ეროვნული ბანკის დადგენილი კუთხით მოხდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, თბოსადგურებისთვის 1000 კუბ.მეტრი გაზის შესასყიდი ფასი 143 დოლარის ეკვივალენტი იყო.
სემეკის განმარტებით, თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი გაზის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასის გაზრდა, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ მოახდენს. სემეკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტიდან თბოგენერაციაზე (რომელიც მუშაობს იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე) გადასვლა მოახდინა, რაც “გალტ ენდ თაგარტის” შეფასებით, ძირითადად ფასთაშორის არსებული სხვაობით აიხსნება.
ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7.0-7.5 აშშ ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი მერყეობდა კვტ.სთ-ზე 3.4-5.4 აშშ ცენტს შორის.
“საქართველომ მოახერხა თბოგენერაციაზე დაბალი ფასის შენარჩუნება ე.წ. „სოციალური გაზის“ მეშვეობით. „სოციალურ გაზს“ საქართველო იღებს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარების საფასურად. თბოსადგურების გაზრდილმა მოცულობამ შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის ექსპორტის აპრილიდან დაწყება და სექტემბრამდე გაგრძელება, რამაც გაზარდა ჯამური ექსპორტის მოცულობა”, – წერს “გალტ ენდ თაგარტი” ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაში.
სწორედ ამ ფაქტორის გამო, 2023 წელს, საქართველომ 103.3 მლნ აშშ დოლარის (+22.5% წ/წ) ოდენობის 1.5 ტვტ/სთ-ს (+51.2% წ/წ) ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. მიღებული შემოსავალი 102.3 მლნ დოლარი იყო
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…